კოლუმბიის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს ნარკობიზნესთან კავშირი ბრალდება
კოლუმბიის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს ნარკობიზნესთან კავშირი ბრალდება

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ვიაფარა ქალაქ კალიში დააკავეს. ის ნარკოვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, – წერს ესპექტადორი (Espectador).

გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ ვიაფარა შედიოდა კრიმალური ქსელის შემადგენლობაში, რომელიც 2008-18 წლებში დაკავებული იყო ნარკოტიკების გავრცელებით ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როგორც აღნიშნავენ, ვიაფარა დაკავშირებული იყო კოლუმბიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელსაც კლან-დელ-გოლფო ჰქვია.

ვიაფარა კოლუმბიის ნაკრებში 2003-10 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზეა 43 მატჩი და ერთი გოლი.