კოლუმბიაში მიმდინარე ნახევარმარათონის დროს ერთ სპორტსმენს მანქანა დაეჯახა, მეორე კი გულის შეტევით გარდაიცვალა
კოლუმბიაში მიმდინარე ნახევარმარათონის დროს ერთ სპორტსმენს მანქანა დაეჯახა, მეორე კი გულის შეტევით გარდაიცვალა

კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიმდინარე ნახევარმარათონის დროს უჩვეულო ინციდენტი მოხდა – 30 წლის კენიელი ჯოზეფ კიპრონო კიპტუმი რბოლას ლიდერობდა და უკვე ფინიშის ხაზს უახლოვდებოდა, როდესაც გვერდიდან სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლმა, სავარაუდოდ, საგზაო ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და გადაკეტილ ზონაში შევიდა.

ათლეტს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში გამოწერეს, რადგან სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

შეჯიბრი, რომელსაც კიპრონო ასე უიღბლოდ გამოეთიშა, მისმა თანამემამულემ, დანიელ მუინდი მუტეტიმ მოიგო.

კოლუმბიის სიდიდით მეორე ქალაქ მედელინის ნახევარმარათონი (21.97,5 კილომეტრი) სისტემატიურ ხასიათს ატარებს და კიპრონოს ის 2015 წელს აქვს მოგებული.

რბოლის ორგანიზატორებმა ასევე დაადასტურეს, რომ 38 წლის მოყვარულმა მარათონელმა ხუან კამილო არბოლედამ ფინიშის ხაზის გადაკვეთისთანავე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.