ბრიჯიდ კოსგეიმ ქალთა მარათონში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ბრიჯიდ კოსგეიმ ქალთა მარათონში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა მორბენალმა ბრიჯიდ კოსგეიმ ქალთა მარათონში ბრიტანელი სპორტსმენის, პაულა რედკლიფის მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

პაულა რედკლიფის მიერ 2003 წელს ლონდონის მარათონზე დამყარებული რეკორდი, 16 წლის განმავლობაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა.

კენიელმა მანძილი ბრიტანელზე ერთი წუთითა და 25 წამით ადრე დაფარა და ქალთა მარათონში მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

„როდესაც დავინახე, როგორ სწრაფად დარბოდა ბრიჯიდი, მარათონის პირველივე ნახევარში მივხვდი, რომ ჩემი შედეგი დაძლეული იქნებოდა“ – განაცხადა პაულა რედკლიფმა და კენიელ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა.