კოლო-მუანიმ „აინტრახტში“ ვარჯიშზე უარი თქვა და პსჟ-ში ტრანსფერს ელოდება #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, რანდალ კოლო-მუანიმ უარი თქვა თავის ამჟამინდელ კლუბში, „აინტრახტში“ ვარჯიშზე.
ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება სხვა კლუბში გადასვლის სურვილით ახსნა.
„ჩვენ რანდალი სულ სხვა კუთხით გავიცანით, დავინახეთ მისი ნამდვილი სახე. მასზე დღეს უდიდესი ზეწოლა ხორციელდება და მისი რეაქცია ამდაგვარია. ჩვენ მივანიშნეთ მას და მის გარემოცვას, რომ ეს არასწორია.
სოფიის „ლევსკის“ წინააღმდეგ შეხვედრას მის გარეშე ჩავატარებთ. ჩვენთვის ცხადია, რომ ასეთი ზეწოლა არანაირად არ ახდენს გავლენას სატრანსფერო მოღვაწეობაზე. ახლა მნიშვნელოვანია „ლევსკის“ წინააღმდეგ შეხვედრა. მას აქვს უმაღლესი პრიორიტეტი და დიდი მნიშვნელობა კლუბისთვის“, – განაცხადა „აინტრახტის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კრეშემ.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, კოლო-მუანი ახლა პარიზში იმყოფება, სადაც „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის მოლოდინშია.