კოლო მუანი ახალ კლუბზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
კოლო მუანი ახალ კლუბზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

„აინტრახტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, რანდალ კოლო მუანიმ კარიერის „ბაიერნში“ გაგრძელება მოისურვა, – წერს გერმანული ინტერნეტგამოცემა Sport1.de.

ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ ამ სეზონში გაიცნო ყველამ, მაგრამ მისი გადაბირება უკვე სურთ „მანჩესტერ იუნაიტედს“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და სხვა ევროპულ გრანდებს. მაგრამ კოლო მუანის არ უნდა გერმანიის დატოვება.

ფორვარდი პრიორიტეტად მიიჩნევს „ბაიერნში“ გადასვლას, რომელიც დაინტერესებული იყო ფრანგით, როცა გუნდს იულიან ნაგელსმანი ავარჯიშებდა. ახალი მწვრთნელი თომას ტუხელი კი მხოლოდ ახლა ეცნობა შემადგენლობას და ზაფხულის ტრანსფერებზე კომენტარს არ აკეთებს.

წერენ, რომ „აინტრახტი“ თავისი ვარსკვლავის სანაცვლოდ არანაკლებ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.