„კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება - ფოთელები შეკრებაზე ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ #1TVSPORT
„კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება - ფოთელები შეკრებაზე ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 2-დან 19 თებერვლამდე გუნდი წინასასეზონო შეკრებას თურქეთში, ლარაში გაივლის. ამ პერიოდის განმავლობაში „კოლხეთი“ ხუთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.

6 თებერვალი

„კოლხეთი“ – „სურჰენ ტერმეზი“ (უზბეკეთი)

8 თებერვალი

„კოლხეთი“ – „მეტალისტი“ (ხარკოვი, უკრაინა)

11 თებერვალი

„კოლხეთი“ – „იედინსტვო“ (ბიელო პოლე, ჩერნიგორია)

14 თებერვალი

„კოლხეთი“ – „ვიეშისტა“ (კრაკოვი, პოლონეთი)

18 თებერვალი

„კოლხეთი“ – „პოლესიე“ (ჟიტომირი, უკრაინა)

ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება. პირველი ტურის შეხვედრას ფოთის „კოლხეთი“ თბილისში „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავს.