„კოლხეთი 1913“ თურქეთში მოემზადება – ფოთელებმა ამხანაგურ თამაშები დაგეგმეს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“ ხვალ, 3 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი რამდენიმე ამხანაგურ თამაშს გამართავს.
პრეს-სამსახურის ცნობით, სპარინგ-მატჩების გრაფიკი უკვე დადგენილია. „კოლხეთი“ 5 მატჩს გამართავს.
4 თებერვალი
ფოთის „კოლხეთი“ – ოდესის „ჩერნომორეცი“ (უკრაინა)
6 თებერვალი
ფოთის „კოლხეთი“ – „ნასაფი“ (უზბეკეთი)
8 თებერვალი
ფოთის „კოლხეთი“ – „ულიტაუ“ (ყაზახეთი)
11 თებერვალი
ფოთის „კოლხეთი“ – ტაშკენტის „ლოკომოტივი“ (უზბეკეთი)
13 თებერვალი
ფოთის „კოლხეთი“ – ფერგონას „ნეფთჩი“ (უზბეკეთი)