აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი კოლბი კოვინგტონი კრივის რინგზე საბრძოლველად ცნობილ ამერიკელ რეპერს, 50 ცენტს იწვევს.
მას შემდეგ, რაც კოლბიმ სატიტულო დაპირისპირება კამარუ უსმანთან წააგო, რეპერმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ბრძოლასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კოვინგტონი გააკრიტიკა და მას რასისტი უწოდა.
კოლბიმ პასუხი არ დააყოვნა და არიელ ჰელვანისთან მიცემულ ინტერვიუში 50 ცენტი საბრძოლველად გამოიწვია.
„მე მსურს საჩვენებელი საკრივო ბრძოლა გავმართო. ერთ-ერთ ხელს შევიკრავ და ისე შევებრძოლები 50 ცენტს და უპრობლემოდ დავამარცხებ. გამარჯვებიდან შემოსულ თანხას კი მთლიანად ამერიკის ჯარს გადავურიცხავ, რადგან ძალიან ვაფასებ. ისინი ჩვენს თავისუფლებას იცავენ“.