კამარუ უსმანმა კოლბი კოვინგტონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა
კამარუ უსმანმა კოლბი კოვინგტონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

„ტი მობაელ“ არენაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი საბრძოლო ღამე. დღეს ლას ვეგასში 3 სატიტულო ორთაბრძოლა შედგა და ერთი ახალი ჩემპიონიც გამოვლინდა.

საღამოს მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონის მოქმედ ჩემპიონ კამარუ უსმანსა და კოლბი კოვინგტონს შორის გაიმართა. დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა. ნიგერიელმა ჩემპიონმა გამარჯვების მოპოვება ბოლო, მე-5 რაუნდში ბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ტექნიკური ნოკაუტით შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონის ქამარი დათმო მაქს ჰოლოვეიმ, რომელმაც ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვკსისთან დამარცხდა. ტიტული შეინარჩუნა ამანდა ნუნესმა, რომელმაც ჯერმენი დე რანდომიერს 5 რაუნდიანი დაპირისპირების შედეგად სძლია.