კოლბი კოვინგტონმა ჯონ ჯონსი ცოლის ღალატში დაადანაშაულა
კოლბი კოვინგტონმა ჯონ ჯონსი ცოლის ღალატში დაადანაშაულა

კოლბი კოვინგტონი მიიჩნევს, რომ პოლიციას ჯონ ჯონსი უნდა დაეკავებინა. როგორც ცნობილია, „ბოუნსი“ სამართალდამცავებმა მანქანის არაფხიზელ მდგომაორეობაში ტარების გამო დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. ჯონსი პირობით სასჯელს დასჯერდა.

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი კოლბი კოვინგოტონი მიიჩნევს, რომ პოლიციას ჯონსი ციხეში უნდა ჩაესვა. „ქაოსმა“ ასევე ჯონსი ცოლის მიმართ ღალატში დასდო ბრალი და მას ცუდი ადამიანი უწოდა. როგორც ცნობილია, ჯონსი და კოვინგტონი კოლეჯის პერიოდში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ.

„ჯონსს კვლავ პრობლემები აქვს პოლიციასთან. ეს ადამიანი გამოსწორებას არ აპირებს და ამიტომ ვერ ვხვდები, რატომ არ სვამენ მას ციხეში. ის კვლავ ღალატობს თავის ცოლს, მოიხმარს ნარკოტიკებს და დოპინგს“, – განაცხადა კოვინგტონმა.