დანა ვაიტს ტაირონ ვუდლისა და კოლბი კოვინგტონის ბრძოლის ხილვა სურს
დანა ვაიტს ტაირონ ვუდლისა და კოლბი კოვინგტონის ბრძოლის ხილვა სურს

კოლბი კოვინგტონი რამდენიმე დღის წინ სატიტული ბრძოლაში კამარუ უსმანთან დამარცხდა. როგორც გაირკვა ნიგერიელმა ჩემპიონმა კოლბის ყბა ორ ადგილას მოტეხა. ორთაბრძლა მეხუთე რაუნდში მსაჯმა შეაჩერა და უსმანმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

მიუხედავად მარცხისა, კოვინგტონმა სატიტული ბრძოლის უფლება შესაძლოა მალევე მიიღოს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილი ჩემპიონის ტაირონ ვუდლისა და კოლბის დაპირისპირების ხილვა სურს.

„მე არ მაქვს პრობლემა კოლბი კოვინგტონთან. მე ვისურვებდი, რომ მან მომდევნო ბრძოლა ტაირონ ვუდლისთან ჩაატაროს. ეს ძალიან სახალისო დაპირისპირება იქნება. თუმცა, ეს მალე ვერ მოხდება. კოლბის ყბა აქვს მოტეხილი და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ გავისაუბრებთ და დავადგენთ თუ რა სურს მას.”