კოკორინი იტალიის ჩემპიონატში „წლის მასხარად“ აღიარეს #1TVSPORT
კოკორინი იტალიის ჩემპიონატში „წლის მასხარად“ აღიარეს #1TVSPORT

„ფიორენტინას“ რუსმა ფორვარდმა ალექსანდრ კოკორინმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის მასხარა“. პრიზს, რომელიც მან დაისაკუთრა, „წლის ურნა“ ეწოდება. ეს არის სატირული ჯილდო, რომელიც კალენდარული წლის შედეგების მიხედვით იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ცუდ ფეხბურთელს გადაეცემა.

30 წლის რუსმა ხმების 53.21 პროცენტი მოაგროვა და გაუსწრო „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ადრიენ რაბიოს (22.02 პროცენტი).

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კოკორინმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მინდორზე 28 წუთი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

დატოვე კომენტარი