კობიაშვილმა გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
კობიაშვილმა გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტროს მშენებლობა მოინახულა.
 
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანში, მე-5 და მე-7 მკ/რ-ებს შორის მდებარე ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნოემბერში დაიწყო. მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული (102X68) მოედანი, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა აშენდება, პლუს, 250 ლუქსიანი განათება დამონტაჟდება.
მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება და საფეხბურთო სკოლებს, ქალთა და მოყვარულთა გუნდებს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება. ამით კი გუნდებსა და საფეხბურთო სკოლებს უმნიშვნელოვანესი პრობლემა მოუგვარდებათ, რადგან დიდი გადასახადების გამო ბევრი გუნდი და სკოლა დაშლილა.
მნიშვნელოვანია, რომ სტადიონების აშენებაზე სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება, ფეხბურთის ფედერაცია კი მსგავსი პროექტის დედაქალაქის ყველა უბანში განხორციელებას გეგმავს, რადგან სფფ-ს ჩვენი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბანს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონდეს, რომელიც უპირველესად ბავშვთა ფეხბურთს მოემსახურება.