კობახიძეს არ უვარჯიშია, კვირკველიას და ყაზაიშვილს ელიან - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება #1TVSPORT
კობახიძეს არ უვარჯიშია, კვირკველიას და ყაზაიშვილს ელიან - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეკრების დაწყებიდან მესამე დღეს 26 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელი პროცესი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე სამი ფეხბურთელის გარეშე წარიმართა. არ უვარჯიშია ბათუმის „დინამოს“ კაპიტან მამუკა კობახიძეს, ხოლო „გაგრას“ მცველი საბა კვირკველია და კორეული „ულსანის“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან. „გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში 26 მაისს ქუთაისის „ტორპედოსთან“ ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილის გუნდი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „კენამს“ (2:0 მოიგო) 25 მაისს შეხვდა, მაგრამ ამ აზიური ქვეყნიდან საქართველომდე მგზავრობას დიდი დრო სჭირდება.

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (გაგრა, საქართველო)

ნახევარდაცვა: ზურიკო დავითაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფა-ს ერთა ლიგაზე:

2 ივნისი

საქართველო-გიბრალტარი 20:00

5 ივნისი

ბულგარეთი-საქართველო 22:45

9 ივნისი

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო 22:45

12 ივნისი

საქართველო-ბულგარეთი 20:00

23 სექტემბერი

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია 20:00

26 სექტემბერი

გიბრალტარი-საქართველო 22:45