საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმების „ტაიმლაინი“ - 1990-2025 #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1990 წელს ლიეტუვასთან გამართა. მას შემდეგ 50-მდე დიზაინის ფორმა და 7 ბრენდი გამოიცვალა. ჩვენი ეროვნული გუნდი 2022 წლიდან „მაკრონის“ ფორმით ასპარეზობს. 2025 წლის 5 ივნისს ფარერის კუნძულებთან მატჩში ამავე ფირმის განახლებული მაისურით ითამაშებს.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ყველა ფორმის აღდგენილ ვარიანტს.