კობა ნაყოფია - ბატონ გრიგოლს კარგად უნდა იცნობდეთ, ის ყოველთვის დიალოგის მომხრეა
კობა ნაყოფია - ბატონ გრიგოლს კარგად უნდა იცნობდეთ, ის ყოველთვის დიალოგის მომხრეა

რა არის გასაკვირი იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საელჩოებთან კომუნიკაცია ჰქონოდა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

„საელჩოებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას და რა არის ამაში გასაკვირი, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, ჰქონოდა ეს კომუნიკაცია?! ბატონმა გრიგოლმა ყველაფერს გასცა პასუხი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყოველთვის აქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ბატონმა გრიოლმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჩაშლის მიზეზი დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნებოდა.

კითხვაზე, რატომ საუბრობს გრიგოლ ვაშაძე მარტო დარჩენაზე, კობა ნაყოფია პასუხობს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე პარტიაში არავინაა.

„ბატონ გრიგოლს კარგად უნდა იცნობდეთ , ის ყოველთვის მომხრეა დიალოგის, მომხრეა, რომ დიალოგი არსებობდეს, პირველ რიგში, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. ამაზე გაამახვილა ყურადღება და ყოველთვის დავრჩები ამ აზრზეო. ამ დიალოგის მოწინააღმდეგე
ჩვენთან არავინ არ არის“, – განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.