„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა - ყველა ნივთი, რომელიც ოფისშია, საკანცელარიო ნივთები, სტუდიური ტექნიკა, გენერატორები, ფოიერვერკები, მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობისთვისაა განკუთვნილი
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა - ყველა ნივთი, რომელიც ოფისშია, საკანცელარიო ნივთები, სტუდიური ტექნიკა, გენერატორები, ფოიერვერკები, მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობისთვისაა განკუთვნილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ ყველა ნივთი, რომელიც ოფისში ინახება, მათ შორის, საკანცელარიო ნივთები, სტუდიური ტექნიკა, ფოიერვერკები, განკუთვნილია მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის.

როგორც გიგა ლემონჯავა ამბობს, პოლიციას არავითარი ჩხრეკა არ სჭირდება.

„მინდა, ძალიან ცხადად, ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფოიერვერკებით, ნატრიუმის ქლორიდით – სითხით, რომელსაც ვიყენებთ მას შემდეგ, რაც გაზით გვწამლავენ, ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიახ, არაფერი ჩხრეკა ამას არ სჭირდება, პირდაპირ ვამბობ, რომ ნებისმიერ ნივთს, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. არავითარი ჩხრეკა არ გჭირდებათ“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ასევე „დროას“ ოფისში.