ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა
ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველების შესვლის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ასევე „დროას“ ოფისში, რომელიც, როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, შარაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, და პარტია „ახლის“ ოფისში.
ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა დაწერა, რომ მასთან პოლიციაა მისული.
ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გაკეთებულა.