კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე „რეალის“ მეტოქე გაირკვა
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე „რეალის“ მეტოქე გაირკვა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაგრძელდა. გაიმართა მეოთხედფინალი, რომელმაც ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე გაარკვია. აზიის ჩემპიონმა, იაპონიის „კასიმა ანტლერსმა“ კონკაკაფის ჩემპიონს, მექსიკის „გვადალახარას“ 3:2 მოუგო.

მექსიკელებმა ანგარიში მეოთხე წუთზე, სალვიდარის გოლით გახსნეს და შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდნენ, მაგრამ 49-დან 84-ე წუთამდე „კასიმამ“ სამი გოლი (ნაგაკიმ, სოლერ დე ოლივეირამ და აბემ) გაიტანა. მეოთხე კომპენსირებულ წუთზე „გვადალახარამ“ სხვაობა შეამცირა (გოლი საკუთარ კარში ლეო სილვამ გაიტანა), მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრო.

„რეალისა“ და „კასიმას“ ნახევარფინალი ოთხშაბათს, 19 დეკემბერს, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეორე ნახევარფინალში 18 დეკემბერს, „კოპა ლიბერტადორესი“ გამარჯვებული, არგენტინის „რივერ პლეიტი“ ტუნისის „ესპერანსასა“ და საამიროების „ალ-აინს“ შორის მოგებულს შეხვდება.