კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი - „მანჩესტერ სიტის“ ტრიუმფი ციფრებსა და ფაქტებში [ვიდეო] #1TVSPORT
კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი - „მანჩესტერ სიტის“ ტრიუმფი ციფრებსა და ფაქტებში [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ფლუმინენსე“ 4:0 დაამარცხა. ინგლისურმა კლუბმა, მისმა ფეხბურთელებმა და კლუბმა რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.

 

* ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი დასახელდა, რომელმაც ვერ დაასრულა ფინალი მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო. ესპანელმა „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრა. ვერცხლის ბურთი მიიღო „სიტის“ მცველმა კაილ უოკერმა, ბრინჯაოსი – „ფლუნინენსეს“ ნახევარმცველმა ჯონ არიასმა.

* ევროპულმა კლუბებმა ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგეს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი. 2021 წელს, ფინალში „ჩელსიმ“ 0:1 წააგო „კორინთიანსთან“. მას შემდეგ, მუდმივად ევროპული კლუბები იმარჯვებენ: რეალი – 5-ჯერ, ბაიერნი – 2, ბარსელონა, ლივეროული, ჩელსი, მანჩესტერ სიტი – 1.

* ევროპულ კლუბებს ჯამში 16-ჯერ აქვთ მოგებული საკლუბო მსოფლიო თასი, სამხრეთ ამერიკას – ოთხჯერ. სხვა კონტინენტის კლუბებს არასოდეს გაუმარჯვიათ.

* ხულიან ალვარესმა, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 23 წლის ასაკში კარიერაში მე-14 ტიტული მოიგო.

* ალვარესი მესამე ფეხბურთელია (პირველი არგენტინელი) ისტორიაში, რომელსაც მოგებული აქვს კოპა ლიბერტადორესი, ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა, მსოფლიო ჩემპიონატი ნაკრებებში და მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებში. მანამდე ეს შეძლეს ბრაზილიელებმა – კაფუმ და დიდამ.

* „მანჩესტერ სიტი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ერთ კალენდარულ წელს მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

* პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელსაც კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული. ესპანელ სპეციალისტს ეს ტურნირი არასოდეს წაუგია. „სიტიმდე“ მან ორჯერ მოიგო ტიტული „ბარსელონასთან“ (2009, 2011) ერთად და ერთხელ „ბაიერნთან“ (2013) ერთად.

* გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო. უფრო მეტი სერ ალექს ფერგიუსონს აქვს – 49. პეპმა 16 ტიტული დაისაკუთრა „მანჩესტერ სიტიში“, 14 – „ბარსელონაში“ და 7 – „ბაიერნში“.

 

მანჩესტერ სიტი-ფლუმინენსე 4:0

გოლები: 1:0 ალვარესი (1), 2:0 ნინო (27-საკ. კარში), 3:0 ფოდენი (72), 4:0 ალვარესი (88)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი (75. გვარდიოლი), რუბენ დიაში, აკე (81. ბობი), ლუისი (61. კოვაჩიჩი), გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი (74. აკანჯი), ფოდენი (81. მატეუშ ნუნიეში), ალვარესი.

ფლუმინენსე: ფაბიო, სამუელ შავიერი, ნინო (74. მარლონი), მელო (61. დიოგო გოიანო), მარსელო (61. გომეშ და კოშტა), განსო (60. ვინისიუს ლიმა), არიასი, მარტინელი, ანდრე, კანო, კენო (46. ჯონ კენედი).