გამოცხადდა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის თარიღი #1TVSPORT

06:13, 12.11.2024

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახური აცხადებს, ცერემონიას მაიამი უმასპინძლებს და ის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს პირველად ჩატარდება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგად ჩამოყალიბდება ჯგუფური ეტაპის რვა ქვეჯგუფი.

ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

მსგავსი