გერმანიის ნაკრების სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა უპასუხა შეკითხვას, თეორიულად, ვინ შეიძლება შეცვალოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანი?
„თუ იულიან ნაგელსმანი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ მისთვის უფრო პრიორიტეტულია ევროპის ან გერმანიის რომელიმე ტოპკლუბის გაწვრთნა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იურგენ კლოპის კანდიდატურას.
ბუნებრივია, მე მას უმაღლეს შეფასებას ვაძლევ. იურგენ კლოპმა დაუჯერებელი კარიერა შექმნა“, – მოჰყავს ფიოლერის სიტყვები Sport.de-ს.
ამ მომენტისთვის კლოპი უმუშევარია. ამ ზაფხულს გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.