კლოდ მაკელელე მადრიდულ დერბიში „რეალის“ მარცხზე – გუნდი სუსტია, სათამაშო გეგმა არ ჩანს #1TVSPORT

21:39, 21.09.2026

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ მადრიდულ დერბიში „რეალის“ „ატლეტიკოსთან“ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში „რეალი“ 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „რეალმა“ მთავარი არბიტრის მიგელ ანხელ ორტის არიასის მუშაობა გააკრიტიკა. მათი აზრით, პირველ ტაიმში იყო ორი ეპიზოდი, რომლის დროსაც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები წითელ ბარათს იმსახურებდნენ.

„ყველაფრის მსაჯისთვის გადაბრალება არ არის საჭირო. ურთიერთგაგება არ არის როგორც მოთამაშეებს შორის, ისე გუნდსა და მწვრთნელს შორის. მოურინიო მათ უნდა დაელაპარაკოს.

გუნდი სუსტია, მათ თამაშის გეგმა არ აქვთ, აბსოლუტურად არაფერი. მათგან მეტი უნდა მოვითხოვოთ. პრობლემა მსაჯში არ არის, გუნდს აშკარად რაღაც აკლია, მოედანზე არ ჩანს მკაფიო იდეები ან გეგმები“, – განაცხადა მაკელელემ ESPN-ის ეთერში.

მსგავსი