კლინიკა „ამტელში“ აცხადებენ, რომ რუსთაველზე აქციიდან 23 წლის მამაკაცი მათთან ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შეიყვანეს

10:38, 26.11.2019

რუსთაველზე აქციიდან 23 წლის მამაკაცი კლინიკა „ამტელში“ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკა „ამტელში“ განუცხადეს.

„გამთენიისას შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალექსანდრე ბ. მისი დიაგნოზია ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. პაციენტს ამჟამად უტარდება სათანადო მკურნალობა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ჩატარებულია ანალიზები, ლაბორატორიული კვლევები“, – აცხადებს კლინიკის დირექტორი ლაშა მაჭარაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა.

მსგავსი