კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრიუსელში ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა
კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრიუსელში 70 000-მა ადამიანმა მსვლელობა გამართა.
დემონსტრანტებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩებიდან ევროპარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლეს და პოლიტიკოსებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის დაპირებების შესრულება მოსთხოვეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად დატვირთული იყო, რომ ათასობით ადამიანმა აქციის დაწყების დროს დროულად მისვლა ვერ მოახერხა.
კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მასშტაბური აქცია ბოლო ორი თვის განმავლობაში ბრიუსელში უკვე მეოთხედ ჩატარდა.
პარიზის 2015 წლის შეთანხმება ტემპერატურის 1.5 გრადუსით შემცირებას და განახლებადი ენერგიების მხარდაჭერას ითვალისწინებს.