კლაუდიო ტაპია არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აირჩიეს
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის (AFA) პრეზიდენტად კლაუდიო ტაპია მორიგი ვადით აირჩიეს. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. ტაპია არგენტინულ ფეხბურთს 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.
კლაუდიო ტაპია არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას 2017 წლის მარტში ჩაუდგა სათავეში. მან პრეზიდენტის პოსტზე ლუის სეგურა შეცვალა. ეს უკანასკნელი იძულებული გახდა პოსტი თაღლითობაში ბრალდების გამო დაეტოვებინა.
28 აპრილს, არგენტინის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ვადაზე ადრე დაასრულეს.