არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია დიეგო მარადონას სიკვდილს ადასტურებს
არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია დიეგო მარადონას სიკვდილს ადასტურებს

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა დიეგო მარადონას სიკვდილი.

“არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია და მისი პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია დიდ მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ლეგენდის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო.

შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.