Marca - ლიონელ მესი ნაკრებში 2019 წლის კოპა ამერიკაზე დაბრუნდება
Marca - ლიონელ მესი ნაკრებში 2019 წლის კოპა ამერიკაზე დაბრუნდება

ესპანური გაზეთის Marca-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი 2019 წელს არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება. ეს „კოპა ამერიკაზე“ მოხდება, რომელიც ბრაზილიაში უნდა გაიმართოს.

ვარსკვლავის სავარაუდო დაბრუნებაზე არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ მიანიშნა.

„ლეოს არასოდეს მიუტოვებია ნაკრები, ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ ის დაბრუნდება, როგორც კი გუნდში დაუძახებენ“, – მოჰყავს მოხელის სიტყვები Marca-ს.

ლიონელ მესიმ ნაკრებში გამოსვლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეაჩერა, სადაც მისი გუნდი ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა. სულ მას ეროვნულ გუნდში 128 მატჩი აქვს ჩატარებული და 65 გოლი აქვს გატანილი.

მესის სამჯერ უთამაშია კოპა ამერიკას ფინალში და ორჯერ ჩილეს ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო, 2007 წელს კი ბრაზილიასთან (0:3).