არგენტინის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა
არგენტინის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ გამოაცხადა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ.

„გადავწყვიტეთ ვადაზე ადრე დავასრულოთ სეზონი. მოთამაშეები დაბრუნდებიან მოედანზე, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო ამის ნებას დაგვრთავს. დავბრუნდებით მაშინ, როცა თითოეული საფეხბურთო ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.“ – განაცხადა ტაპიამ ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, გუნდები არ გავარდებიან მთავარი დივიზიონიდან. ამასთან, შენარჩუნდება ქვედა დივიზიონიდან ზედაში გადასვლა, ამიტომაც, 2021-22 წლების სეზონში არგენტინის ჩემპიონატში იქნება არა 24, არამედ 28 გუნდი.