იაპონური გამოცემის, Kyodo News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც გასულ თვეში მარჯვენა კოჭის და მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, წლის ბოლო სუპერტურნირს – კიუშუს ბაშოს გამოაკლდება.
ტურნირზე ვერ იასპარეზებს მეორე მონღოლი იოკოძუნაც. მიზეზი კაკურიუს შემთხვევაშიც ტრავმაა. შესაბამისად, წლის ბოლო ბაშოზე ერთადერთი დიდი ჩემპიონი, კისენოსატო იასპარეზებს, რომელიც საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება.
საგულისხმოა, რომ ჰაკუჰოს ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ეს მხოლოდ მეათე შემთხვევაა, როდესაც ის ბაშოზე ასპარეზობას ვერ ახერხებს. იაპონურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაკუჰოს „შიკოს“ (გასახურებელი ვარჯიში სუმოში) შესრულებაც არ შეუძლია და რეაბილიტაციისთვის ფუკუოკაში დარჩება.
ქართველი ოძეკი, ტოჩინოშინი, ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტის რანგში შეხვდება და იმედია კარიერის მანძილზე მეორედ მოახერხებს იმპერატორის თასის მოგებას. იგი პირველ შეხვედრაში მაეგაშირა ტამავაშის დაეჭიდება