კიტეიშვილმა ვაისის „სლოვანს“ გაუტანა – „შტურმმა“ კონფერენსლიგის 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა კონფერენსლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ვლადიმირ ვაისის „სლოვანს“ გაუტანა და გრაცის „შტურმის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – 4:1.
გრაცში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავსტრიელების ძირითად შემადგენლობაში იყო, ვლადიმირ ვაისმა კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონის სასტარტო თერთმეტეულში დააყენა.
ავსტრიელები უკვე მე-4 წუთზე მიკა ბირითის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ოთხ წუთში ბრატისლავის „სლოვანმა“ წონასწორობა აღადგინა – გოლი გერსონ როდრიგესმა გაიტანა, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის წევრია.
ანგარიში მალე შეიცვალა. 27-ე წუთზე „შტურმის“ იერიში გორენჩ სტანკოვიჩმა დააგვირგვინა და ავსტრიელებმა შესვენებამდე უპირატესობა აღადგინეს. 64-ე წუთზე კი კიტეიშვილმა გაიბრწყინა – მოიპოვა პენალტი, რომელიც თავად უნაკლოდ შეასრულა. საბოლოო ანგარიში 90-2-ე წუთზე ამადი კამარამ დააფიქსირა – 4:1.
78-ე წუთზე „სლოვანის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – უხეშობისთვის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ შესული ვლადიმირ ვაისი უმცროსი გააძევეს. საბოლოოდ, „შტურმმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა მოიგო და კონფერენსლიგის 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადაგა.
კონფერენსლიგის 1/16-ფინალის განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება და „სლოვანი“ „შტურმს“ ბრატისლავაში უმასპინძლებს.