კიტეიშვილის გუნდმა მოიგო, გიორბელიძემ ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
კიტეიშვილის გუნდმა მოიგო, გიორბელიძემ ძირითადში ითამაშა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებიც ქართველების გუნდებმა განსხვავებული შედეგებითა და ემოციებით დაასრულეს.

ვოლფსბერგერი“ გასვლაზე პაშინგში ერთ-ერთ ლიდერს, „ლასკს“ ესტუმრა და 1:2 წააგო. ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიცირებულია და კიდევ ორ მატჩს გამოტოვებს. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა გიორბელიძემ.

გრაცის „შტურმმა“ „ტიროლს“ უმასპინძლა და იაკობ იანჩერის დუბლით და სტეფან ჰერლანდერის გოლით 3:2 მოიგო. გრაცელებმა მატჩი 10 კაცით დაასრულეს, დამატებულ 93-ე წუთზე მცველი ლუკას იაგერი გაუძევეს, მაგრამ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს 3:2. ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ფინალურ ექვსეულში 16 ქულით „ვოლფსბერგერი“ ბოლო, მე-6 ადგილზეა, ხოლო გრაცის „შტურმი“ 22 ქულით მეოთხეზეა და ლიდერს, „ზალცბურგს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანლასკს“ – მხოლოდ ქულით და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.