ქართველების „ვოლსფერგერი“ 1:8 დამარცხდა - ლოჩოშვილი გააძევეს, მისმა გუნდელმა ორი ავტოგოლი გაიტანა #1TVSPORT
ქართველების „ვოლსფერგერი“ 1:8 დამარცხდა - ლოჩოშვილი გააძევეს, მისმა გუნდელმა ორი ავტოგოლი გაიტანა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ვოლსფერგერმა“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა.

ლუკა ლოჩოშვილივოლსფერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედანი 29-ე წუთზე დატოვა – არც შეუცვლიათ და არც ტრავმა მიუღია, ის მოედნიდან გააძევეს. ამ დროისთვის „რაპიდი“ 0:2-ს აგებდა. მართალია, 39-ე წუთზე კაცნაკლულმა მასპინძლებმა ტორსტენ როხენის გოლით სხვაობა შეამცირეს. მაგრამ მეორე ტაიმში მათ ვენელებმა კოშმარი მოუწყვეს.

65-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული გურამ გიორბელიძე გოლის ავტორის ნაცვლად გამოჩნდა. ამ დროისთვის „ვოლსფერგერი“ უკვე 1:5-ს აგებდა. „რაპიდმა“ 57-დან 61-ე წუთებამდე სამი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლო კი მასპინძლების რისხად არა ვენელთა შემტევები, არამედ მათივე ნახევარმცველი ტომას შერცერი გადაიქცა, რომელმაც 70-ე და 84- წუთებზე საკუთარ კარში ორი ავტოგოლი გაიტანა, ერთიც „რაპიდის“ მოთამაშემ მიითვალა.

საბოლოოდ, ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებსი მეთექვსმეტედფინალისტმავოლსფერგერმა“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ანგარიშით წაგება ჩაიწერა. გუნდმა, რომელსაც შავი ფორმის გამო „ყვავებს“ ეძახიან, 1:8 დამარცხდა – გუნდის ვებ-გვერდი მომხდარს ასე გამოეხმარა – „ყვავებს შავი დღე გაუთენდა“.