კიტეიშვილმა ავსტრიაში ტაიმი ითამაშა - „ზალცბურგმა“ „შტურმი“ რეკორდული ჰეთ-თრიქით დაამარცხა #1TVSPORT
კიტეიშვილმა ავსტრიაში ტაიმი ითამაშა - „ზალცბურგმა“ „შტურმი“ რეკორდული ჰეთ-თრიქით დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გუნდი, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერს და ბოლო წლების ავსტრიის საკლუბო ფეხბურთის ლიდერს, „ზალცბურგს“ ესტუმრა და დამარცხდა.

გრაცელების მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი პირველ ტაიმში დაასვენა, მოედანზე კი მეორე ტაიმში შეუშვა.

ამ დროისთვის ყველაფერი, ფაქტობრივად, გარკვეული იყო. ანგარიში მე-3 წუთზე „ზალცბურგის“ ზამბიელმა თავდამსხმელმა პატსონ დეკამ გახსნა, რომელმაც მე-5 და მე-11 წუთებზე კიდევ ორი გაიტანა და ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა. მე-13 წუთზე გრაცელთა თავდამსხმელმა ამადუ დანტემ სხვაობა შეამცირა 1:3. 69-ე წუთზე დაკას მეოთხეს გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, „ზალცბურგმა“ 3:1 მოიგო, 29 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერია. გრაცის „შტურმი“ 19 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძისვოლფსბერგერი“ (რომელიც დღეს ვენის „რაპიდთან“ 1:8 დამარცხდა) 16 ქულით ფინალური ექვსეულის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.