კიტეიშვილი „შტურმის“ ძვირადღირებულ ტრანსფერებში - ავსტრიელებმა 760 ათასი გადაიხადეს
კიტეიშვილი „შტურმის“ ძვირადღირებულ ტრანსფერებში - ავსტრიელებმა 760 ათასი გადაიხადეს

ავსტრიულმა გამოცემა „spox.com“-მა გრაცის „შტურმის“ ყველაზე ძვირადღირებული 15 ტრანსფერი დაასახელა და ორი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი – ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერში ავსტრიულმა კლუბმა „დინამო თბილისს“ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა და მეორე – ქართველი ნახევარმცველის გვარი ცნობილი კლუბის ტოპ-ტრანსფერების ათეულში მოხვდა.

„გთავაზობთ გრაცის „შტურმის“ 15 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს. კლუბმა თავის ისტორიაში სატრანსფერო ბაზარზე ბევრი გამორჩეული მოთამაშე მოძებნა, მაგრამ მათ შორის SPOX 15 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გამოარჩია“ – წერს გამოცემა.

ქართველ ფეხბურთელს spox.com ასე ახასიათებს:

„ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერი გუნდს 760,000 ევრო დაუჯდა. ეს გრაცის გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გარიგებაა. კიტეიშვილი თბილისის „დინამოდან“ 2018 წლის ზაფხულში ჩამოვიდა და შემტევ ნახევარმცველად თამაშობს. ალბათ ტექნიკურად „შტურმში“ საუკეთესოა. საინტერესოა, რამდენ ხანს შეძლებენ მის შენარჩუნებას?“.