კირან ტრიპიერი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ტრავმირებული კეინი კი განაცხადშია
კირან ტრიპიერი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ტრავმირებული კეინი კი განაცხადშია

„ტოტენჰემის“ მცველი კირან ტრიპიერი ინგლისის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ჰარი კეინი კი, ტრავმის მიუხედავად, რჩეულებს შორისაა.

მწვრთნელებმა უპირატესობა ლივერპულელ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და „მანჩესტერ სიტის“ კაილ უოკერს მიანიჭეს, „ტოტენჰემის“ ჰარი უინკსმა და „საუთჰემპტონელმა“ ნატან რედმონდსმა კი ტრიპიერის ბედი გაიზიარეს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ერთა ლიგის პლეიოფი გაიმართება, რომლის ნახევარფინალურ ეტაპზე ინგლისელები ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან. მატჩი პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში 6 ივნისს გაიმართება.