კირან ტრიპიერი „ატლეტიკოში“ გადადის
კირან ტრიპიერი „ატლეტიკოში“ გადადის

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი კირან ტრიპიერი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადადის. „ბიბისის“ (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მადრიდელები ფეხბურთელში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს (22 მილიონი ევრო) იხდიან.

28 წლის ტრიპიერი „ტოტენჰემში“ „ბარნლიდან“ 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ ლონდონელთა შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარე წლის 1 ივნისს, რომელიც „ტოტენჰემმა“ „ლივერპულთან“ ანგარიშით 0:2 წააგო.

„ტოტენჰემთან“ ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება.