კირ სტარმერი – ძალადობასა და არეულობას არანაირი გამართლება არ აქვს, არც მათ, ვინც ამას ახალისებდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ არ შეეგუება ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე ძალადობას და არეულობას.
სტარმერის თქმით, გასულ ღამით ქალაქ ბელფასტში განვითარებული სცენები შოკის მომგვრელი და სრულიად მიუღებელი იყო.
„ძალადობასა და არეულობას, რომელიც ჩვენს თემებს ემუქრება, არანაირი გამართლება არ აქვს, არც მათ, ვინც ამას ონლაინ თუ სხვაგან ახალისებდა. ნათელია, რომ გუშინ ღამით ადამიანები თავიანთი წარმომავლობის გამო იყვნენ სამიზნეები და მე ამას არ შევეგუები. პასუხისმგებელი პირები კანონის სრულ ძალას იგრძნობენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, გასულ ღამით ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს.
The scenes in Belfast last night were shocking and completely unacceptable.
There is no justification for the violence and disorder that we saw threatening our communities, nor for those who encouraged it, online or elsewhere.
It is clear that people were targeted last night…
— Keir Starmer (@Keir_Starmer) June 10, 2026