ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს
ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს

ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ნაგვის კონტეინერებს და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს, რამდენიმე ქუჩა კი გადაკეტეს.

არეულობის გამო პოლიციამ დამატებითი ძალები და ჯავშანტექნიკა გამოიყენა.

აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ორშაბათს თავდასხმის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულს ჭრილობები სახის, ზურგისა და თვალების არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია 30 წლის სუდანის მოქალაქე, რომელსაც მკვლელობის მცდელობის, საჯარო ადგილზე დანის ტარებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ის სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარდგება. თავდამსხმელი დიდ ბრიტანეთში 2023 წელს ჩავიდა და იმავე წელს ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

პოლიციამ მომხდარი „კრიტიკულ ინციდენტად“ შეაფასა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევა ამ ეტაპზე ტერორიზმად არ განიხილება.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თავდასხმას „შემზარავი“ უწოდა.