კირ სტარმერი – ჩემი ფიქრები ჩარლი კირკის ახლობლებთანაა, ყველას უნდა გვქონდეს უფლება, ვიდებატოთ თავისუფლად, შიშის გარეშე, პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს
ჩარლი კირკის სიკვდილი გულდასაწყვეტია. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი წერს.
„ჩემი ფიქრები ჩარლი კირკის ახლობლებთანაა. გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა ოჯახს მამა და ქმარი წაართვეს. ყველას უნდა გვქონდეს უფლება, ვიდებატოთ ღიად და თავისუფლად, შიშის გარეშე, პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს“, – წერს სტარმერი.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.
My thoughts this evening are with the loved ones of Charlie Kirk.
It is heartbreaking that a young family has been robbed of a father and a husband.
We must all be free to debate openly and freely without fear – there can be no justification for political violence.
— Keir Starmer (@Keir_Starmer) September 10, 2025