გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კაშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.
„საშინელ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე შეიწირა, ამჟამად დაკავებულია. მადლობა ადგილობრივ და შტატის ხელისუფლებას გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობისთვის“, – წერს პატელი.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.