კიმ ჩენ ინი - ფხენიანს მოსკოვთან მნიშვნელოვანი დიალოგი ექნება
კიმ ჩენ ინი - ფხენიანს მოსკოვთან მნიშვნელოვანი დიალოგი ექნება

კორეის ნახევარკუნძულის პოლიტიკის ერთობლივი შეფასებისთვის და ხედვების კოორდინაციისთვის, ფხენიანს მოსკოვთან მნიშვნელოვანი დიალოგი ექნება – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის, რომელიც მეგობრობის და ტრადიციების დიდ ისტორიას იზიარებს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთს დაეხმარება გაიგოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია კორეის ნახევრაკუნძულის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პოზიტიური პროცესის დასახმარებლად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მიესალმება ჩრდილოეთ კორეის ძალისხმევას, რომ განავითაროს კორეათაშორისი დიალოგი და აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზება განახორციელოს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ვლადივასტოკში შეხვდა. მოლაპარაკებები კუნძულ რუსკიზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეს ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.