კილიან მბაპეს შვედეთში გაუპატიურების საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნეს #1TVSPORT
შვედეთის პროკურატურამ დახურა გამოძიება მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის კილიან მბაპეს საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ეჭვმიტანილი იყო გაუპატიურებაში. საქმე დაიხურა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ამის შესახებ გამოაცხადა სააგენტო „ფრანს-პრესმა“.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს სტოკჰოლმში იმყოფებოდა და ეჭვმიტანილად გადიოდა ღამის კლუბში მომხდარი გაუპატიურების საქმეში.