კილიან მბაპემ საფეხბურთო რეკორდი დაამყარა – ფრანგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც 400 გოლი გაიტანა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთმა უკრაინის ნაკრები 4:0 დაამარცხა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, კილიან მბაპემ საფეხბურთო რეკორდი დაამყარა.
მბაპეს კარიერაში უკვე 400 გატანილი გოლი დაუგროვდა. ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც 400-გოლიან ნიშნულს მიაღწია – ეს მან 26 წლის ასაკში მოახერხა. აქამდე რეკორდი პელეს ეკუთვნოდა.
უკრაინის წინააღმდეგ კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. მიმდინარე სეზონში მას უკვე 23 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს კლუბსა და ნაკრებში.