კილიან მბაპე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალისთვის მზად იქნება #1TVSPORT
კილიან მბაპე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალისთვის მზად იქნება #1TVSPORT

ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, ტრავმის შემდეგ კილიან მბაპემ ვარჯიში დაიწყო და ის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალისთვის მზად იქნება.

მადრიდის „რეალი“ დოჰაში სატონტინენთაშორისო თასის ფინალს 18 დეკემებრს მექსიკური „პაჩუკას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

კილიან მბაპემ ტრავმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს მიიღო, რომელშიც „რეალმა“ სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა.

ამის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა მონაწილეობა ვერ მიიღო ლა ლიგის შეხვედრაში, რომელიც „სამეფო კლუბსა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის 3:3 დასრულდა.