კილიან მბაპე - „რონალდოს და „იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შანსი აქვთ“
კილიან მბაპე - „რონალდოს და „იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შანსი აქვთ“

ფრანგული „პსჟ”-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ რამდენიმე დღეში გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩებთან დაკავშირებით საკუთარი აზრები გამოთქვა და კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსში” გადასვლაზეც ისაუბრა.

„C ჯგუფში „პსჟ” „ლივერპულთან”, „ნაპოლისთან” და „ცვერნა ზვეზდასთან” ერთად მოხვდა. ჩვენ ძლიერი მეტოქეები გვყავს. „ნაპოლისთან“ იქნება ურთულესი თამაშები. ანჩელოტის გუნდებს ყოველთვის გააჩნიათ თავისი ფილოსოფია. მათ ჰყავთ არაჩვეულებრივი ქომაგები. რონალდოს გადასვლამ „იუვეში” ახალ დონეზე აიყვანა სერია A . ეს ყოველთვის ძლიერი ლიგა იყო, მაგრამ ბოლო წლებში თავისი სიდიადე დაკარგა. კრიშტიანოს გადასვლით ფანატები ისევ მიაქცევენ ყურადღებას იტალიას. მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ იტალიას, ახლა კი ჩემთვის უფრო საინტერესო საყურებელი გახდა. რონალდოს გადასვლა „იუვენტუსს” ბრწყინვალებას დაუბრუნებს. კლუბს ძალიან ცოტა აკლდებოდა, რასაც ბოლო წლებში მათი ფინალში თამაშიც მოწმობს. პორტუგალიელის მისვლით „ბებერი ქალბატონი” კიდევ უფრო გაძლიერდა. მათ ერთად თავისუფლად შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება. “პსჟ” – “იუვე”? მაგარი ფინალი იქნებოდა“, – განუცხადა მბაპემ იტალიურ „გაძეტა დელო სპორტს“ (La Gazzetta dello Sports).