კილიან მბაპე მესიზე და რონალდოზე – მათ ფეხბურთი ორად გაყვეს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ გამოთქვა აზრი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის მეტოქეობაზე.
„მსოფლიოს ექვსი ჩემპიონატი… რა თქმა უნდა, ექვსივე არ მოუგიათ, თუმცა ექვს ტურნირზე ითამაშო შენი ქვეყნის ნაკრების ლიდერის რანგში – ასეთი რამ იშვიათად ხდება.
ისინი სხვა ეპოქას მიეკუთვნებიან. მათ თაობაში, მხოლოდ ეს ორი არსებობდა. მე მომდევნო თაობიდან ვარ და მათგან ვიღებდი შთაგონებას. მათ შეცვალეს წესები, თავად ფეხბურთის აღქმაც კი შეცვალეს. მათ ფეხბურთი ორ ნაწილად გაყვეს – მესიმდე და რონალდომდე და მესისა და რონალდოს შემდეგ. სწორედ ეს ტოვებს წარუშლელ კვალს. არ არსებობს არანაირი წნეხი იმ აზრის გამო, რომ მესიზე ან რონალდუზე ნაკლები ხარ“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.