კილიან მბაპე მესის რეკორდის დამხობაზე – ეს ფანტასტიკაა #1TVSPORT

07:07, 08.09.2026

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ილაპარაკა იმის შესახებ, რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი. მსოფლიო პირველობის შემდეგ, მბაპეს 22 გოლი დაუგროვდა და ერთით უსწრებს ლიონელ მესის.

„მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთულია. ეს არის დიდებული მოთამაშეების, ვარსკვლავებისა და სპორტის ამ სახეობის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ტურნირი. წარმოიდგინეთ, 27 წლის ასაკში უკვე ის ფეხბურთელი ვარ, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი… თანაც, ფანტასტიკაა ის, რომ რეკორდი თვით ლეო მესის წავართვი, რომელიც ბევრისთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია კრიშტიანოსთან ერთად. ეს წარმოუდგენელია. მსგავსი მიღწევა განსაკუთრებულია“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი