კილიან მბაპე - ევროპის ჩემპიონატამდე შეიტყობთ, სად გავაგრძელებ კარიერას #1TVSPORT
კილიან მბაპე - ევროპის ჩემპიონატამდე შეიტყობთ, სად გავაგრძელებ კარიერას #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მომავალ გუნდთან დაკავშირებით საზოგადოება მის გადაწყვეტილებას საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატამდე შეიტყობს.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და ახალი სეზონიდან ესპანურ გრანდში ითამაშებს.

„სეზონის ბოლოა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტულის ბედი წყდება. ახლა ჩემი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ვაპირებ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეიტყობთ, სად გავაგრძელებ კარიერას. თავს კარგად ვგრძნობ და მსურს, კონტინენტის პირველობას საუკეთესო ფორმაში შევხვდე“, – განაცხადა მბაპემ.

კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.