კილიან მბაპე – ჩემზე შთამბეჭდავი სეზონი არავის ჩაუტარებია #1TVSPORT

17:10, 12.09.2026

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე დარწმუნებულია, რომ წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს სწორედ ის იმსახურებს, – ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა L’Equipe-თან ისაუბრა.

„ჩემზე შთამბეჭდავი სეზონი არავის ჩაუტარებია და ვფიქრობ, გამარჯვების სრულიად რეალური შანსი მაქვს. თუ რონალდუსა და მესის ეპოქას არ ჩავთვლით, „ოქროს ბურთს“ ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს არ აძლევდნენ, ხშირად მას უბრალოდ გუნდის გამორჩეულ წევრს გადასცემდნენ ხოლმე. წელს ისეთი რაღაცების გაკეთება შევძელი, რაც სხვას არავის გამოუვიდა“, – აღნიშნა მბაპემ.

გამოცემა France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 26 ოქტომბერს გამოაცხადებს.

მსგავსი